სოფლის მეურნეობა
26/08/2020

მარნეულში სანერგე მეურნეობა "მზა ჩითილი" გაიხსნა

მარნეულში, სოფელ აზიზქედში, სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გაიხსნა.

"მზა ჩითილი" ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს აწარმოებს. ბოლო პერიოდში, ადგილობრივი ფერმერების მხრიდან კენკროვანი კულტურების ნერგებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანიამ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება დაიწყო. "მზა ჩითილი" უკვე ახორციელებს ჯიშების "მალგა" და "სკალა" გამრავლებას. უახლოეს პერიოდში დაინტერესებული ფერმერებისთვის დაახლოებით 250 ათასი ნერგი გახდება ხელმისაწვდომი. სერტიფიცირებულ, თანამედროვე და პროდუქტიულ ჯიშებზე წვდომის გაუმჯობესება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ერთ–ერთი მთავარი მიზანია.

"მზა ჩითილი" სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერითაც სარგებლობს. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მეურნეობაში 2,8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია, აქედან 365 000 ლარი გრანტია, 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა გახსნეს. 

მინისტრი იმედოვნებს, რომ "მზა ჩითილი" ახალ სიტყვას იტყვის ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

"საქართველოში ბოსტნეული კულტურების მაღალხარისხიანი ჰიბრიდული ჩითილის წარმოება, ასევე კენკროვანი კულტურების, კერძოდ მარწყვის უკვე დაპატენტებული სახეობების შემოტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. სამინისტროს, USAID-ის, „საქპატენტისა“ და კერძო კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მეხილეობის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც მომავალში დიდ შედეგებს მოგვცემს“, - განაცხადა მინისტრმა.

პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, უკვე მრავალი წელია USAID მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის ღირებულების და ფერმერების შემოსავლის ზრდას.


Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023