სოფლის მეურნეობა
01/08/2023

მეღვინეობის დარგით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, მეღვინეობით დაინტერესებული პირებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის  ტრენინგები ჩატარდა.

მონაწილეებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისგან მიიღეს ინფორმაცია ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ღვინის კომპანიის რეგისტრაცია, მევენახეობა და ვენახების კადასტრი, რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება, არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია, ხარისხის კონტროლი, სერტიფიცირების ეტაპები, ეტიკეტირება, ღვინის ეროვნული სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში.

ტრენინგების მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.

ტრენინგები 1 ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გაიმართა. სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში, ღვინის ეროვნულ  სააგენტოში ჩატარდა. ტრენინგებზე დასწრება უფასო იყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023