სოფლის მეურნეობა
23/05/2023

მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისა და მარნებისთვის უფასო ტრენინგები ჩატარდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისა და მარნებისათვის  ქვეყნის მასშტაბით ტრენინგები ჩატარდება.

ტრენინგებზე განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ღვინის წარმოებასთან: სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და სამართლებრივი ჩარჩო; სააგენტოში ღვინის კომპანიის რეგისტრაცია; მევენახეობა და ვენახების კადასტრი;  რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება; არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია; ხარისხის კონტროლი; სერტიფიცირების ეტაპები, ლაბორატორია, ეტიკეტირება; სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში.

ტრენინგები მოიცავს სრულიად საქართველოს რეგიონებს და მასზე დასწრება უფასოა. ერთდღიანი ტრენინგები გაიმართება 1 ივნისიდან 31 ივლისამდე, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში.

რეგისტრაცია მოხდება ონლაინ (https://wine.gov.ge/Ge/Trainings), ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. თითოეულ ტრენინგს დაესწრება არაუმეტეს 40 მონაწილე. 

ტრენინგების მხარდამჭერები ასევე არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.

ტრეინინგის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სოციალური ქსელების, დარგობრივი ასოციაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023