სოფლის მეურნეობა
10/07/2023

მეხორბლეები წისქვილკომბინატებს პრემიერის ბრძანების შესრულებისკენ მოუწოდებენ

მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ფერმერები 14 ივლისს მორიგ აქციას აანონსებენ. მათი ინფორმაციით, აქცია წნორში გაიმართება.

როგორც  მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“  განუცხადა, თვენახევრის წინ მიღებული გადაწყვეტილება გადახედვას საჭიროებს, რადგან არ მუშაობს.  ამის მიზეზი კი პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის სასურსათო ნაწილში არსებული ბრძანების   შეუსრულებლობაა.

მისი ინფორმაციით,  პრემიერის ბრძანებამ, რომელიც 12 ივნისიდან ამოქმედდა და ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა, არ იმუშავა. სწორედ ამიტომ  მეხორბლეები აქციის გამართვას 3 მოთხოვნით გეგმავენ.

პირველი - შესრულდეს პრემიერის ბრძანება, შესაბამისად,  ის ვალდებულებები, რომელიც წისქვილკომბინატებმა აიღეს.  გარდა ამისა,როგორც ბენიაძე აცხადებს,  იმპორტირებულ 1 ტონა ფქვილზე 200-ლარიანი გადასახადი საკმარისი არ არის და ის რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის სარკისებური უნდა იყოს.

მეორე მოთხოვნა 1 კგ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე 30-თეთრიანი გადასახადის დაწესებაა. როგორც ბენიაძე აღნიშნავს,  ქვეყანაში დიდი რაოდენობით საფურაჟე ხორბალი შემოდის, რაც ადგილობრივი ხორბლის გაყიდვებს აფერხებს.

ნიკოლოზ ბენიაძე აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც ფერმერები დააყენებენ, არის საბანკო ვალდებულებების გადანაწილების საკითხი.  მისივე ინფორმაცით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ბოლო პერიოდში მათ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღიათ.

„სამინისტროსთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რომლის საფუძველზეც იაფი აგრო სესხების 2-3 წლამდე გადავადებასა და საფურაჟე ნაწილის განხილვას ვითხოვდით.

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ აღარ განიხილება საფურაჟე ნაწილი, რაც შეეხება სესხებს, სესხებზე ისედაც ვერ მივიღეთ თანხმობა,“- აცხადებს ბენიაძე.

ცნობილია, რომ გასული წლის მოსავლიდან 9 ათასი ტონა მოსავალი კვლავ გასაყიდია, ამასთან წლევანდელი მოსავალიც დაემატა, რაც ფერმერებს პროდუქციის შენახვას ურთულებს. ასევე პრობლემაა გაიაფებული სარეალიზაციო ფასი, რომელიც 43-45 თეთრის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე 5 თვიანი გადასახადი დაწესდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023