სოფლის მეურნეობა
04/07/2023

"მივხვდით, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გარეშე არაფერი უნდა გაგვეკეთებინა"

„ტირიფონის  ბაღების“  დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი „აგროპარტნიორთან“ ინტერვიუში სეტყვის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების ზომების მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც თავად განმარტავს, საწყის ეტაპზე, როდესაც ბაღის გაშენება დაიწყეს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდაც.  შესაბამისად, სეტყვის მოსვლის შემდეგ  ნარგავები იმდენად დაუზიანდათ, რომ ნახეთქების შედეგად გაჩენილი ნაწიბურები ახლაც შეინიშნება.

მისი ინფორმაციით, პირველი საყრდენი სისტემა „ტირიფონის ბაღებში“ 2016 წელს დაამონტაჟეს.

„10 ჰექტარი ბაღის გასაშენებლად საჭირო ნერგებში იტალიაში  115 ათასი ევრო, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში კი 132 ათასი ევრო გადავიხადეთ. ნერგების ტრანსპორტირება  სამი კონტეინერით შევძელით,  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ჩამოტანისთვის  10 კონტეინერი დაგვჭირდა.

ძალიან მარტივად რომ გითხრათ ღირს თუ არა ხარჯის გაწევა, ამ ყველაფრის გამოსყიდვის ფაქტი დგება ზუსტად 15 წუთში, როდესაც სეტყვა მოდის.“ - აცხადებს გოჯიაშვილი.

ცნობისთვის, „ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონში, სოფელ კვარხეთში  31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს.  მათი ძირითადი ნაწილი ვაშლია, 2.6 ჰექტარი კი მსხლის ბაღებს უჭირავს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 13  მილიონი ლარი. კომპანიაში მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი მათი რიცხვი 50-მდე  ადის.

კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023