სოფლის მეურნეობა
02/08/2023

"მკისა" ბოლნისში გაშენებული ნუშის ბაღებიდან წელს პირველ მოსავალს ელოდება

„მკისა“ ბოლნისში გაშენებული ნუშის ბაღებიდან წელს  პირველ მოსავალს ელოდება. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა,  “მკისა” მიღებული პროდუქტით საცალო ბაზარზე შესვლას გეგმავს.

„დასაწყისში ვამბობდით, რომ ნუში უნდა ყოფილიყო შეფუთვების გარეშე და საბითუმო ბაზარზე მოგვეხდინა მისი რეალიზაცია.  თუმცა პოტენციალის შეფასების შემდეგ მივხვდით, რომ საცალო ბაზარზე შესვლა, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, თუმცა გაცილებით  მომგებიანია. აქედან გამომდინარე,  გასული წლის ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევცვალოთ მიდგომა და გადავერთოთ საცალო ბაზარზე. ჩვენ უკვე  გავაკეთეთ შეფუთვების პირველადი დიზაინები. ვგეგმავთ, რომ პირველ მოსავალს დავაფასოვებთ. ნუშის ნაწილს მოვხალავთ,  ნაწილს დავამარილებთ და გავაგზავნით პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე. შემდეგ შევხედავთ რა შედეგებს მივიღებთ.“-აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ. 

„მკისამ“ ნუშის ბაღების გაშენება 2020 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე  კომპანიის საკუთრებაში არსებული სუპერინტენსიური ნუშის ბაღები ბოლნისში 40 ჰექტარს მოიცავს. „მკისას“  სამომავლო ხედვა კი ნუშის ბაღების 1500 ჰექტარზე გაშენებას გულისხმობს. 

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023