სოფლის მეურნეობა
03/09/2020

მსყიდველუნარიანობის გასაზრდელად - კომპანიებს სესხის აღება 21 ნოემბრამდე შეუძლიათ

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწვეტილების მნიშნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს.

როგორც ლევან დავითაშილმა აღნიშნა, ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი გადამმუშავებელი კომპანიებისთვის, რომელიც ვაშლის კონცენტრირებულ წვენს ამზადებენ და რომელიც საექსპორტო პროდუქტია.

"სუბსიდირებას ვახდენთ იმისათვის, რომ, უხვი მოსავლის პირობებში, ვაშლის ფასი ფერმერებისთვის მისაღები იყოს; ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების მსყიდველობითი უნარი გაიზარდოს, რისთვისაც საბრუნავი საშუალების თანადაფინანსება ხორციელდება. 21 ნოემბრამდე ექნებათ კომპანიებს კრედიტის აღების შესაძლებლობა, რაც ნამდვილად გაზრდის კერძო სექტორიდან მოთხოვნას და მოგვცემს შესაძლებლობას ის უხვი მოსავალი, რომელიც წელს გვაქვს, წარმატებით დავაბინაოთ და ფერმერებს პრობლემა არ შეექმნათ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არასტანდარტულ ვაშლში ფერმერი 10-ის ნაცვლად 22 თეთრს მიიღებს. სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო.

წელს ქვეყანაში 120 000 ტონა ვაშლის მოსავალს ელიან.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023