სოფლის მეურნეობა
31/08/2023

ოთარ შამუგია გურიაში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში, ფერმერ ლევან კაპანაძის თხილის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის კრეფის პროცესს გაეცნენ და იმ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულები მიზნობრივად გამოიყენეს.

ოთარ შამუგიას განცხადებით, თხილის ნაწილში ამოქმედებული პირველი მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა იმ პრაქტიკით მუშაობს, რაც ევროკავშირშია მიღებული.

„თითოეულ მცირე ფერმერს მიზნობრივად დავეხმარეთ, თხილის მოვლის კონკრეტული საშუალებებისთვის გავუწიეთ დახმარება. რაც შეეხება სხვა მიმართულებით მხარდაჭერას, სწორედ ჩვენი დაფინანსებით და ჩვენი პროგრამების მეშვეობით ათეულობით ახალი საშრობი, ახალი გადამამუშავებელი საწარმოა შექმნილი. სექტორი, ფაქტია, ვითარდება და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ თხილის მწარმოებელ ფერმერებს მოუწოდა მიზნობრივად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსებით და შესაძლებლობებით თხილის წარმოების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რათა ქონდეთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც კონკურენტული იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე

ფერმერების განცხადებით სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები მათ ყოველწლიურად უკეთესი მოსავლის მიღებაში ეხმარებათ, რაც მათი შემოსავლის გაზრდასა და კეთილდღეობას ნიშნავს.

ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, სახელწიფო პროგრამის თანახმად  მეთხილე ფერმერებმა, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  აქვთ  ბაღი,   არანაკლებ  0.2 ჰა  და არაუმეტეს 3 ჰა.   სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიანი დახმარება მიიღეს.

სახელმწიფო პროგრამით ჯამში, 90 ათასზე მეტი  ფერმერი სარგებლობს.  44 000 ჰექტარზე მეტ  თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებები ხორციელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023