სოფლის მეურნეობა
18/07/2022

ოთარ შამუგია: ხორბლის მოსავლის აღების პროცესი ხელს შეუწყობს წისქვილკომბინატების ამუშავებას

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მოსავლის  აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც ხელს შეუწყობს წისქვილკომბინატების ამუშავებას. 

"ხორბლის საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციაში ვართ წისქვილკომბინატებთან, ასოციაციასთან. ვმუშაობთ ამ საკითხებზე. პარალელურად ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც ბაზარზე მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებაა ხორბლის ფასთან მიმართებაში, შემცირების კუთხით. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ახლა აქტიურად მიმდინარეობს მოსავლის აღების პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს წისქვილკომბინატების ამუშავებას. რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროცესების დაკვირვებით, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, მათთან შეთანხმებით, თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ კუთხით. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის, ვინაიდან ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისთვის არ იქნება მტკივნეული და არ გაზრდის პურის ფასს. დანარჩენი, სხვა პირობებთან დაკავშირებით შეთანხმებაზე მზად ვართ",- განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023