სოფლის მეურნეობა
23/06/2023

ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

დელეგაციას კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე  წყლის რესურსების მართვის საკითხებში შინ ჯინ სუ ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მთავრობას ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით კორეის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საუბარი ასევე შეეხო დაცული ტერიტორიების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და წყლის მდგრადი მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

შინ ჯინ სუს განცხადებით, საქართველო კორეის რესპუბლიკისთვის სანდო და საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა, რაც თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

შეხვედრის ფარგლებში ქვეყანაში წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შინ ჯინ სუმ მოაწერეს.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023