სოფლის მეურნეობა
20/04/2023

ოთარ შამუგია: საქართველოში აკვაკულტურის დიდი პოტენციალი, მცირედითაა ათვისებული

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით,  საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პოტენციალი მცირედითაა ათვისებული. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი ინფორმაცით, წელს, საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“  დადგენილების პროექტი დაამტკიცა,  რომელიც ადგილობრივი საზღვაო აკვაკულტურის განვითარების  სფეროსთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ასევე, საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დამტკიცება მნიშვნელოვანი პროგრესია ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის და ზღვის რესურსების მდგრადი გამოყენებისთვის.

„საქართველოში აკვაკულტურას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, რაც ამ დრომდე მხოლოდ მცირედით თუ არის ათვისებული. მათ შორის არის  საზღვაო აკვაკულტურა. წელს დავამტკიცეთ საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად ზონები აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე. აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობებს აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. აკვაკულტურის ზონების ძირითადი რეკომენდაციები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მომზადდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ ზონების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023