სოფლის მეურნეობა
08/04/2023

ოთარ შამუგიამ "ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის" გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა,

მინისტრმა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლების პოპულარიზაციის საჭიროებაზე გაამახვილა.

„განათლება არის ის მთავარი იარაღი, რაც შეიძლება გლობალური გამოწვევების დასაძლევად გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანი კი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაა. ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა. სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს. ვიმედოვნებ, მომავალში მეტი ახალგაზრდა მოინდომებს აღნიშნული მიმართულებით განათლების მიღებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის და მდგრადი განვითარების მიზნების სიღრმისეული ანალიზისთვის, ახალგაზრდული ფორუმი თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია.

ფორუმში, რომლის მიზანსაც საქართველოს მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ინოვაციური ხედვების გაზიარება წარმოადგენდა,  საქართველოს თორმეტი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე სტუდენტებმა პანელური ფორმატის დისკუსიები გამართეს. 

ახალგაზრდული ფორუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით  და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში  შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

ფორუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო  და კერძო უნივერსიტეტების რექტორები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023