სოფლის მეურნეობა
21/09/2020

პანდემიის გამო "ალპურმა ოქრომ“ შვეიცარიული ყველის წარმოება შეაჩერა

შვეიცარიული ყველის მწარმოებელმა კომპანიამ „ალპური ოქრო“ პანდემიის გამო ყველის წარმოება შეაჩერა.

"ალპური ოქროს" თადამფუძნებლის ზურა მაჭავარაშვილის თქმით, კომპანიის შვეიცარიელი თანადამფუძნებელი და ტექნოლოგები, საზღვრების ჩაკეტვის გამო, საქართველოში ვერ ჩამოვიდნენ. გარდა ამისა, ყველის წარმოების პერიოდს დაემთხვა კარანტინი.   

„სირთულეების მიუხედავად, ფერმერების დასახმარებლად შევაგროეთ გარკვეული თანხა, შემოწირულობები და ფერმერებს თითო ძროხისთვის 300 ლარით დავეხმარეთ. ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ ფერმერებთან, რომელებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს და მაღალი ხარისხის რძეს აწარმოებენ. ასევე, ყოველდღიურად ლაბორატორიულად მოწმდება და კონტროლდება ნედლეულის ხარისხი,“ – ამბობს ზურა მაჭარაშვილი.

„ალპური ოქროს“ წარმომადგენლის თქმით, ახალი სახეობების დამატება ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა არსებობს გარკვეული პროექტები წარმადობის გაზრდასთან დაკავშირებით. 

„ადიგენში გვაქვს საწარმო. გარკვეულ დროის განმავლობაში ყველი მთაში ინახება და შემდეგ მოგვაქვს თბილისის ყველის საცავში. შვეიცარიიდან ჩამოვიტანეთ სპეციალიზირებული დანადგარებით და ავზებით აღჭურვილი ვაგონი. დღეში ვაწარმოებთ 300 ლიტრ რძეს. თუმცა, დამოკიდებული ვართ სეზონსა და ძროხების რაოდენობაზე. ყველის რეალიზაციას ყველის მაღაზიებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებში ვახდენთ. რაც შეეხება ექსპორტს, ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, თუმცა წარმადობის გაზრდის შემდეგ შესაძლებელია,“ – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

შეგახსნებთ, რომ "ალპური ოქრო" შვეიცარიული ტექნოლოგიით ადიგენში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ყველს 2016 წლიდან აწარმოებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023