სოფლის მეურნეობა
12/06/2023

პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა "სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი  და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინტეგრირებული ნებართვის გაცემას, რაც გულისხმობს საწარმოსთვის გამარტივებულ პროცედურებს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ასოცირების დღის წესრიგით არის განსაზღვრულ და ეხება  სამრეწველო სექტორს და სამრეწველო სექტორიდან გამოწვეული დაბინძურების მაქსიმალურ შემცირებას. მოგეხსენებათ, რომ, ამ მოწვევის პარლამენტთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სამრეწველო ემისიების კანონის აღსრულებისათვის. ამჯერად წარმოვადგინეთ კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არა მხოლოდ ჰაერში გაფრქვევებს, არამედ ნიადაგის, წყლის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, რომ ამ კანონს ექნება ის შედეგი, რომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურებას, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ მეორე მოსმენისათვის და უზრუნველვყავით ძალიან მოქნილი პროცედურები იმისათვის, რომ ბიზნესს  ერთი სარკმლის პრინციპით შეეძლოს  ყველა გარემოსდაცვითი ნებართვის აღება, რაც გულისხმობს  ერთ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვის პროცედურაში გარემოზე ზემოქმედების  შეფასების პროცედურებისა და სანებართვო დოკუმენტების მიღებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.  

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023