სოფლის მეურნეობა
10/05/2023

PMCG: ქართულ აკაციის თაფლზე ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება

„მოსალოდნელია, რომ 2029 წლისთვის თაფლის გლობალური ბაზარი არსებული  $8.53 მილიარდიდან  $12,69 მილიარდამდე გაიზრდება, წლიური ზრდის ტემპი კი 5.83%-იანი იქნება.“ - ამის შესახებ PMCG-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი.

ანალიტიკოსები ნატურალურ თაფლზე გლობალური მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებენ,რაც მომხმარებლების მიერ ჯანსაღ დამატკბობლებზე გადასვლითაა გამოწვეული.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს მაღალი ხარისხის თაფლის წარმოებისთვის შესაფერისი ბუნებრივი პირობები და ბიომრავალფეროვნება აქვს. შესაბამისად, საქართველოში თაფლის წარმოების სექტორის განვითარების პოტენციალი ძალიან მაღალია.

ამასთან, თაფლის თითქმის მთელი წარმოება საოჯახო მეურნეობებზე მოდის, სასოფლო-სამეურნეო წარმოებები ბაზრის მხოლოდ 6%-ს ფარავს.

„2021 წელს თაფლის წარმოება 16,7%-ით შემცირდა, ფუტკრის ტკიპის გავრცელების გამო, თუმცა 2022 წლიდან წარმოების მაჩვენებლები აღდგა, რადგან ტკიპების პრობლემა სათანადოდ იქნა მოგვარებული.

რაც შეეხება საექსპორტო მონაცემებს, მიმოხილვის მიხედვიუთ, ევროკავშირში ექსპორტი 2022 წელს  888 500 დოლარი იყო. პროგნოზების მიხედვით, ევროკავშირიდან მოთხოვნა კიდევ გაიზრდება, განსაკუთრებით აკაციის თაფლზე.“-აღნიშნულია კვლევაში.

მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ღირებულება 75%-ით გაიზარდა, დსთ-ს ქვეყნებში კი 68%-ით შემცირდა. ევროკავშირში თაფლი ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 86%-ჯერ მეტი იყო, ვიდრე დსთ-ს ქვეყნებში .

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023