სოფლის მეურნეობა
16/10/2020

ყველი ჭარხლით, როზმარინით, პიტნით... - "გვესოს ყველის" შეძენა მაღაზიებსა და ონლაინაც შესაძლებელია

ლეჩხუმში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, როგორც ამბობენ, ბედნიერი თხები დანავარდობენ, ბალახს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ძოვენ, მათი რძიდან კი პიკანტური გემოების ყველს ამზადებენ, - ეს ამბავი „გვესოს ფერმის“ შესახებაა, 3 წლის წინ შექმნილი კოოპერატივი 300-მდე თხას აერთიანებს და საკმაოდ მოთხოვნად, პრემიალურ პროდუქტს აწარმოებს.

უსახელოურში დავარგებული ყველი, ყველი ჭარხლით, როზმარინით, პიტნით, ბულგარულით ან ნახშირით ნიშურ მაღაზიებში, ონლაინ პლატფორმებზე და უკვე რესტორნებშიც რეალიზდება.

„ჩემი ინფორმაციით ჩვენ ყველაზე დიდი თხის ფერმა გვაქვს საქართველოში. კონკურენტული უპირატესობა კი ყველის გემოვნური თვისებები, წარმოების ტექნოლოგია და მრავალფეროვანი არჩევანია. ნახშირის, პაპრიკის, ცვილში, თაფლში, უსახელოურში დავარგებული ყველის თუ ადგილობრივი სუნელებით შეკმაზული სახეობის გემო სულ სხვანაირია. ბიო კულტურები და ნატურალური, სუფთა თხის რძე მინარევების გარეშე ადვილი ამოსაცნობია გურმანებისთვის,“ - ამბობს „ბიზნესპარტნიორთან“ „გვესოს ფერმის“ ერთ-ერთი მეპაიე რუსუდან კბილაშვილი.

გლეხური წესით ყველის დამზადებას მალევე სრულად გამართული საწარმოში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მაღალტექნოგიური ხაზით წარმოებული ევროპული ყველის ნაირსახეობები მოყვა. ერთი კილოგრამის ფასი 60-80 ლარის ფარგლებში მერყეობს. მოთხოვნა და დაინტერესება კი წარმოების გაფართოების წინაპირობას ქმნის. ამ ეტაპზე, ყველის გარდა, რძის სხვა პროდუქტებს კოოპერატივი მხოლოდ აგრო გამოფენებისთვის ამზადებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023