სოფლის მეურნეობა
06/09/2023

რთველი 2023-ის ფარგლებში, ამ ეტაპზე 20 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში,  ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი აქედან, 11 ათას ტონამდე რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ექსპორტის ზრდის ფონზე და ყურძნის შესყიდვაზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რაც ასევე ყურძნის შესასყიდ ფასზეც აისახა: ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების რქაწითელის საშუალო ფასი 2023 წლის რთველის ამ პერიოდში შეადგენს 1,08 ლარს (2022 წელს იყო 0,92 ლარი), ხოლო საფერავის  1,56 ლარს (2022 წელს- 1,50 ლარი). ხარისხიან რქაწითელში კერძო საწარმოების მიერ დაფიქსირდა 1 კგ - 1,35 ლარი, ხოლო საფერავში - 1,80 ლარის გადახდაც.

ამასთან ერთად, შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 2080 ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას"  დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი (2 ლოკაცია).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023