სოფლის მეურნეობა
05/10/2023

საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპაში Sommet De L’elevage 2023-ში მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ-ფერანში, მეცხოველეობის დარგის გამოფენა - Sommet De L’elevage 2023 გახსნა. მიმდინარე წელს, გამოფენაში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

საქართველოდან ჩასულმა მესაქონლეობის დარგის სხვადასხვა ასოციაციის წევრებმა  გამოფენაზე ქართული წარმოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ რეგიონში გამართულ გამოფენას, მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, დაახლოებით, 105,000 ვიზიტორი სტუმრობს; გამოფენაზე წარმოდგენილია 2000 საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც, ქართველ მწარმოებლებთან ერთად, დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,    უმსხვილესი გამოფენა შესაძლებლობას აძლევს ქართველ მწარმოებლებს, გაეცნონ წარმოების საუკეთესო პრაქტიკას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება და სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ მთლიანად ინდუსტრიას, მეცხოველეობის წარმოების ჯაჭვის თითოეულ მონაწილეს, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართულ სტენდზე ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრს მარკ ფენოს უმასპინძლა. გამართულ ღონისძიებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023