სოფლის მეურნეობა
20/07/2020

საქართველოდან წელს ექსპორტზე 700 ტონა ლურჯი მოცვი გავიდა

წელს საქართველოდან 700 ტონა ლურჯი მოცვი გავიდა ექსპორტზე. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ ხორციელდებოდ და თუ ფერმერების მხრიდან დაინტერესების ეს ტემპი შენარჩუნდა, მომავალში ათეულობით მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტის მოლოდინია.

ამ დროისთვის საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. 

"ლურჯი მოცვის წარმოებაში ჩვენს ფერმერებს გამოცდილება უგროვდებათ. სახელმწიფოც ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში. პროექტი „დანერგე მომავალი“ ითვალისწინებს მნიშვნელოვან საგრანტო დახმარებასა და თანადაფინანსებას, რაც მოტივაციაა ინვესტორებისთვის. საქართველოს განსაკუთრებული კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, რომ ექსპორტი განვახორციელოთ ზუსტად იმ დროს, როდესაც ბაზარზე მეტი მოთხოვნაა და ნაკლები კონკურენცია. ამიტომ ეს კონკურენტული უპირატესობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ლურჯი მოცვი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის მომტანი კულტურა იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სენაკის მუნიციპალიტეტში, ახლადგაშენებული მოცვის ბაღსი დაათვალიერებისას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023