სოფლის მეურნეობა
06/10/2020

საქართველომ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიდან ₾21 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

საქართველომ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიდან ₾21 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, ეს კი 8,8 მლნ ლარით მეტია, ვიდრე 2019 წელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს ატმისა და ვაშლატამას განსაკუთრებით მაღალი მოსავლით გამოირჩეოდა, წარმოების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ხარისხიც.

2020 წლის 1 მაისიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, სულ საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 25.3 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, ერთ წლიან პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი გაორმაგებულია.

ატმისა და ვაშლატამა გაიყიდა რუსეთში - 16 769 ტონა, სომხეთში - 7 510 ტონა, აზერბაიჯანში - 567 ტონა. გარდა ამისა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, სინგაპურსა და ყატარში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023