სოფლის მეურნეობა
26/01/2022

საქართველომ იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი დაიწყო

საქართველომ იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს იორდანიაში უკვე 11 110 სული წვრილფეხა და 350 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა.

სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტზე პირველად 2021 წელს გავიდა იორდანიაში ხორციც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის თქმით, იორდანიის ბაზარი ერთ-ერთი მიმზიდველია და მისი გახსნა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს , როგორც ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის და დამატებითი სტიმულია მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ომანში, ყატარში , ბაჰრეინსა და ერაყში 339 573 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023