სოფლის მეურნეობა
10/05/2023

საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’ ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთიდან და სინგაპურიდან  ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ.

ტურის ფარგლებში, 14 კაციანი ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ, ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს. სტუმრები იმყოფებოდნენ თბილისში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ყოველწლიურ  ფესტივალზეც  „ZERO COMPROMISE“, სადაც შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 100-მდე მწარმოებლის პროდუქციას.

ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართულ ღვინოს აზიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს.

„როდესაც ვსაუბრობთ აზიაზე,  მხედველობაში უნდა მივიღოთ ქართული ღვინის სხვადასხვა ბაზარი - შანხაი, პეკინი, ჩენგდუ, ტაივანი, ჰონგ-კონგი, სინგაპური, კორეა და იაპონია. ამ ბაზრებიდან, თითოეულს აქვს განსხვავებული გემოვნება, განსხვავებული განვითარების დონე და ქართული ღვინის შესახებ განსხვავებული ცოდნა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია მწარმოებლებისთვის, რადგან ამ ბაზრებზე ყველასთვის არის ადგილი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქართულ ღვინოებზე მუშაობისას, შესამჩნევია ხარისხის საოცარი ზრდა, საერთაშორისო გემოს და სტილის გაცნობიერება, ასევე, ეტიკეტების, წარდგენის სიზუსტე“,  -  აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ჩინეთი, რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად. ჩინეთში, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023