სოფლის მეურნეობა
27/10/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩოხატაურში სანერგე მეურნეობა გაფართოვდა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, განაგრძობს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ჩოხატაურის რაიონში სანერგე მეურნეობა გაფართოვდა. ბანკის ინვესტიცია 10 200 ლარს შეადგენს, რომელიც სანერგეების  შეძენას მოხმარდა.

„ჩვენი მეურნეობა 1 ჰა-ზეა გაშენებული და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სანერგე მეურნეობის გაფართოვება შევძელით. ჩვენი პროდუქციის რეალიზება ხდება დასავლეთ საქართველოს ქალაქებში და წლიურად დაახლოებით 5000 ცალი ხეხილის ნერგი იყიდება. სამომავლოდ, მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოვებას და განვითარებას ვაპირებთ“- განაცხადა მცირე მეწარმემ, თეიმურაზ გუდავაძემ.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კიდევ ერთ მეწარმეს, რომელმაც  ჩოხატაურში სანერგე მეურნეობა გააფართოვა.  ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას, რადგან მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი ეხმარება მეწარმეს, არ გაჩერდეს და მიეცეს მოტივაცია კიდევ უფრო მეტი აკეთოს, ეს კი რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023