სოფლის მეურნეობა
05/10/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ვენახი გაშენდა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით გორში, სოფელ ტყვიავში ვენახი გაშენდა, სარწყავ-საირიგაციო სისტემა კი წვეთოვანი გაყვანილობით აღიჭურვა.

კომპანია „ალექსანდრე ვენახმა“ 14.7 ჰა-ს ტერიტორიაზე, 50 000 ძირი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიში- „შავკაპიტო“  12.3 ჰა- ზე გააშენა.  ამჟამად ვაზის ზრდის პროცესი მიმდინარეობს, 2021 წელს კი პირველი რთველი გაიმართება. მეწარმე სამომავლოდ როგორც ბოთლის, ასევე ქვევრის ღვინის წარმოებას გეგმავს. მოსავლის აღების პირველივე  წელს 50 000 ცალი ბოთლის ღვინის ჩამოსხმა იქნება შესაძლებელი. კომპანია წარმოებული ღვინის 90%-ის რეალიზაციას ექსპორტზე, კერძოდ კი ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 600,000 ლარს შეადგენს. ვენახის გაშენებისთვის საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 75,000 ლარს შადგენს.  ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დასაქმებულია 15-20 ადამიანი. პროექტის ფარგლებში კი ჯამურად 50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

„საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ არ ვჩერდებით, და ვაგრძელებთ ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას,“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023