სოფლის მეურნეობა
01/10/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში სასათბურე ბიზნესი ფართოვდება

საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში ბოსტნეულის 2 სათბური აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ჭაბურღილი. მეწარმე სათბურში სეზონურად  აწარმოებს ბოსტნეულს  (ზაფხულში პომიდორი, ზამთარში მწვანილი), რის რეალიზაციასაც ძირითადად თბილისის სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში ახდენს. სათბური 2018 წლიდან ფუნქციონირებს, იმ ინვესტიციით, რომელიც ბანკის მხრიდან იყო გამოყოფილი, სასათბურე ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდა. აღნიშნული სათბურის  მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 27 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხა კი 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე სათბური  5 ადამიანს ასაქმებს.

„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესების რეგიონში განვითარებას, მათ შორის აგრომეურნეობის მიმართულებით. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში სასათბურე ბიზნესი გაფართოვდა. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023