სოფლის მეურნეობა
09/10/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოკოს წარმოება ფართოვდება

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების  მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აბაშის რაიონის სოფელ მარანში, სოკოს მეურნეობა გაფართოვდა. პროექტი გამორჩეულია იმით, რომ მეწარმეს სოკო ნამჯისგან დამზადებულ ტომრებზე მოყავს.

პროექტის ფარგლებში ფერმის კაპიტალური შენობა აშენდა, რისთვისაც ბანკმა 30,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ობიექტი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, წარმოებაში ამჟამად 5 ადამიანია ჩართული. სოკოს რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, როგორც საცალო მაღაზიებში, ასევე, რესტორნებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით აბაშის სოფელ მარანში სოკოს წარმოება ფართოვდება. ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა მოტივირებული იყო როგორც ადგილობრივი ბიზნესების წახალისების მიზნით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივით. გვჯერა, რომ  მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023