სოფლის მეურნეობა
14/09/2020

საქართველოში მაყვლის ცუკატების წარმოება და ექსპორტზე გატანა იგეგმება

საქართველოში მაყვლის ცუკატების წარმოება და მისი ექსპორტზე გატანა იგეგმება. კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია სატესტო ნიმუშებს გალფის ქვეყნების წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში წარუდგენს.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ახალი პროდუქტი ქართველ მცირე მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

„ცუკატების დამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. პირველ ეტაპზე სატესტოდ მცირე ოდენობა გვაქვს წარმოებული. იმ შემთხვევაში თუ პარტნიორების დაინტერესება იქნება,  სხვადასხვა სახის ცუკატების წარმოების რესურსი არსებობს.“ - იზოლდა ქიტესაშვილი

მუშაობა დაწყებულია მომდევნო წელს ნედლი პროდუქციის ექსპორტის თაობაზეც. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, მეზობელი ქვეყნებიდან კენკრის სხვადასხვა სახეობის შეძენის მზაობა არსებობს თუმცა საჭირო ხარისხობრივი მაჩვენებლების მიღწევას ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ.

„არ გვაქვს ისეთი ჯიშები და ხარისხი, რომელიც ტრანსპორტირებას გაუძლებს. ამიტომ ასოციაცია მუშაობს სხვადასხვა პროგრამაზე რათა ფერმერებთან მუშაობის საფუძველზე შესაბამის ხარისხობრივ მაჩვენებლებს მივაღწიოთ. უკვე გადაწყდა, რომ დავიქირავებთ აგრონომებს, რომელიც ყველა ფერმერს შესაბამის დახმარებას გაუწევს,“ - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე .

წელს ასოციაციამ მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე 8 ტონამდე მაყვალი გაიტანა. დაინტერესება არსებობდა ჟოლოზეც, თუმცა კენკრის საექსპორტოდ მომზადება ვერ მოხერხდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023