სოფლის მეურნეობა
03/08/2020

საქართველოში მდინარეთა აუზის მართვის ევროპული სისტემა დაინერგება

საქართველოში მდინარეთა აუზის მართვის ევროპული სისტემა დაინერგება.

პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის" (EUWI+ 4 EaP) ფარგლებში ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამბობს, რომ  სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში წყლის რესურსების რეფორმის განხორციელების მიმართულებით.

"ევროკავშირის მხარდაჭერით, ვმუშაობთ სააუზო მართვის პრინციპების დამკვიდრებასა და სააუზო მართვის გეგმის შემუშავებაზე. ალაზანი-იორის მდინარის სააუზო მართვის გეგმის განხილვაში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რათა მოხდეს წყალსარგებლობის კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა გათვალისწინებაც გააუმჯობესებს წყლის რესურსებზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სხვადასხვა სექტორის წვდომას", - ამბობს თანდილაშვილი.

პროექტი ითვალისწინებს მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში, ასევე პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

საჯარო განხილვას წინანდალში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023