სოფლის მეურნეობა
21/07/2023

სამაცივრე მეურნეობების შექმნისთვის გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი ₾164 მლნ-ს აღემატება

"გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  თანადაფინანსებულია 114 სამაცივრე მეურნეობა." - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით,  სამაცივრე მეურნეობების  შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  164  მლნ ლარს აღემატება.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ, სენაკის  მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში  სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „ლურჯი ბაღი“ მოცვის პლანტაცია  და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს. 

„მხარდამჭერი სახელწიფო პროექტები  და პროგრამები, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ფერმერებს  ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში ეხმარება, რაც მოიცავს  პირველად წარმოებას, შენახვა-გადამუშავებას, ბაზრებზე წვდომაში ხელშეწყობას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

2020 წელს, კომპანიამ „ლურჯი ბაღი“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 17 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის 249,664  ლარის თანადაფინანსება მიიღო, ხოლო  შეღავათიანმა აგროკრედიტმა 500,000 ლარი შეადგინა.  კომპანიამ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით  ისარგებლა 2021 წელსაც - თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი  484,000 ლარი, ხოლო  შეღავათიანი აგროკრედიტი 730,000 ლარი მიიღო.

სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში კომპანიაში  მუდმივად 15 ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, დღიური მუშახელის რაოდენობა 150-მდე აღწევს. პროდუქცია განკუთვნილია  როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023