სოფლის მეურნეობა
13/10/2023
ავტორი: Business Partner

"საპილოტე პროგრამა ქალებისთვის" იწყება - პროგრამის დეტალები

სოფლის განვითარების სააგენტოსა და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის” სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამის დახმარებით,  ქალ ფერმერებს საშუალება ეძლევათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% (მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს.  საპილოტე პროგრამა ჩოხატაურის, ვანის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება; პროგრამაში რეგისტრაცია 20 ნოემბერს  დაიწყება.

ჩოხატაურში მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ესწრებოდნენ.

პროგრამა საპილოტე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ  ქალებს შესაძლებლობას აძლევს, ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

,,საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, გასულ წელს, ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში  განხორციელდა; პროგრამის  ფარგლებში,  38  ქალს  828,595  ლარით სასათბურე მეურნეობის მოწყობა დაუფინანსდათ. 

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023