სოფლის მეურნეობა
16/02/2021

შალვა ხეცურიანი: "ღვინის სამშობლოს" ვერ დალევ, ღვინოს გემო უნდა ჰქონდეს

„საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ პრეზიდენტი განმარტავს, რომ მეღვინეობის სექტორში არაერთი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია. შალვა ხეცურიანის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ცოდნის დეფიციტია.

„ნიადაგის, ადგილის ნახვა, სწორად საძირის შერჩევა, ვენახის გაშენება, ელემენტარული გასხვლა - ეს არის ცოდნა, რომელიც უნდა იყიდო, „ღვინის სამშობლოს“ ვერ დალევ, ღვინოს გემო უნდა ქონდეს. დღეს ჩვენ ყველა მიმართულებაში პრობლემა გვაქვს. ამ პრობლემებს კი სხვების გამოცდილების გაზიარებით სჭირდება აღმოფხვრა. მაგალითად, ჩვენს კომპანიას ყავს ფრანგი კონსულტანტები. 12 500 ევრო გვიჯდება ერთ დღე მათი ვიზიტი. ეს არის ფასი, რომელსაც ცოდნის იმპორტში ვიხდით,“-განმარტა შალვა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობა საქართველოში განსაკუთრებით მევენახეობის მიმართულებით არის შესამჩნევი.

„ჩვენ გვყავს რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მეღვინე. მაგრამ, მევენახეობაში ძალიან გვიჭირს. ეს არის დარგი, რომელიც ფაქტიურად ჩავარდნილია. კატასტროფული სიტუაციაა და აქ არის ზუსტად საჭირო განათლებისა და ცოდნის შემოტანა. ღვინო იქმნება ვენახში. სამწუხაროდ, ამბიციები უფრო მეტი გვაქვს ვიდრე რაღაცის კეთების რეალური სურვილი. თუმცა გვაქვს შესაძლებლობები, რასაც რეალურად გვაძლევს ადგილმდებარეობა. ადგილები არის ჩვენი სიმდიდრე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ცოდნა რომ შევძლოთ ამ ტერიტორიებზე სხვადასხვა კლასის ღვინის მიღება. აუცილებელი არ არის რომ ყველამ აწარმოოს მაინცდამაინც 20 და 30 ევროს ღირებულების ღვინო. შეიძლება თუნდაც ორევროიანი იყოს და ეს ნორმალურია, უბრალოდ ყველა კლასს თავისი თამაშის წესები სჭირდება,“ - განაცხადა შალვა ხეცურიანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023