სოფლის მეურნეობა
17/07/2023

"შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება" შეჩერდა

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეჩერდა.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილის შეუსრულებლობაა. 

„ფაქტობრივად, შავი ზღვის ხელშეკრულებები დღეს აღარ მოქმედებს. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმებების შესრულებას, როგორც კი „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილი შესრულდება.

ცნობისთვის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება, 17 ივლისს ამოეწურა ვადა.

უკრაინამ და რუსეთმა გასული წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023