სოფლის მეურნეობა
03/08/2023

"სნეილ ქეჩმა" ლოკოკინის ნახევარფაბრიკატების გაყიდვა დაიწყო

ქართულ-ნორვეგიულმა კომპანიამ „სნეილ ქეჩი“ (ნადი გრუპი) ლოკოკინის ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია დაიწყო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა, საწყის ეტაპზე, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ზღვისპირა ქალაქების რესტორნებში შევიდა.

„სეზონურობიდან გამომდინარე, საზღვაო კურორტების კვების ობიექტებს ვამარაგებთ ჩვენი ნახევარფაბრიკატებით, აგვისტოს ბოლოდან კი - უკვე თბილისის რესტორნებშიც შევალთ. მოთხოვნა და დაინტერესება საკმაოდ დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეალიზაცია ჯერ მხოლოდ 1 თვეა დავიწყეთ“, - აღნიშნა მერაბ ნადარაიამ.

რაც შეეხება ლოკოკინის ნახევარფაბრიკატების სუპერმარკეტებში გამოჩენის საკითხს, „სნეილ ქეჩის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქცია სექტემბრიდან გაიყიდება.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ლოკოკინის ნახევარფაბრიკატები 3 სხვადასხვა რეცეპტით დაამზადა. „3 შეფუთვა გვაქვს, თითო შეფუთვაში 12 ცალი ლოკოკინა დევს. თითოეულის საბითუმო ფასი 12 ლარია“, - განმარტა „სნეილ ქეჩის“ თანადამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა სენაკის რაიონის სოფელ მენჯში მდებარეობს, სადაც კომპანია ამ ეტაპზე, წელიწადში 400 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს. „სნეილ ქეჩმა“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023