სოფლის მეურნეობა
10/05/2021

სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმედოვნებს, ფქვილის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა აღარ იქნება

„ველით, რომ ფქვილის ფასის სუბსიდირების გაგრძელების აუცილებლობა აღარ იქნება“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხორბლის ახალი მოსავლის მიღების შემდეგ, ბაზარზე ფასის კლების მოლოდინი აქვს. 

„ამ დროისათვის, ფასების მკვეთრი ზრდა შეჩერდა. ერთი პერიოდის განმავლობაში იყო კლების კარგი ტემპი, რომელიც შემდეგ გაჩერდა. ვაკვირდებით ბაზარს და ამის გათვალისწინებით,  მთავრობა იმ მოცემულობისთვის ადეკვატურ და შესაბამისი გადაწყვეტილებას მიიღებს. ველით, რომ ფქვილის ფასის სუბსიდირების გაგრძელების აუცილებლობა აღარ იქნება,“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.

მისი თქმით, დღის მდგომარეობით,  ქვეყანაში 100 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რაც საქართველოს 2.5-3 თვის მოხმარებას დააკმაყოფილებს.  

„სტაბილურად ვგრძნობთ თავს და 100-120 ათასი ტონის მარაგით ვეგებებით ყოველ მომდევნო თვეს“, - განაცხადა ხანიშვილმა და აღნიშნა, რომ ბაზარზე ბევრი მოთამაშეა, რომლებიც აანალიზებენ ვითარებას და თადარიგს იჭერენ.

„ხორბალში რუსეთს აქვს თავისი პოლიტიკა, ეს მისი არჩევანია. დღეს მოქმედებს 50 ევროიანი საექსპორტო გადასახადი, რომელიც 1 ივლისიდან  შეიცვლება სხვა მეთოდიკით, მაგრამ ცვლილების მიუხედავად,  წინასწარ ვიცით, რომ საექსპორტო გადასახადი იარსებებს. რუსეთიდან ხორბალს ფასის ეფექტიანობის გამო ვყიდულობთ. თუ საექსპორტო გადასახადი 47 დოლარი იარსებებს, იმპორტიორები ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებაზე იმუშავებენ. მსოფლიოში საკმაოდ უხვი მოსავალია პროგნოზირებული, აქედან გამომდინარე, შეიძლება გადავერთოთ ევროპულ ხორბალზე, ფრანგულ ან რუმინულზე, ან კანადური ხორბალი ვიყიდოთ. ასეთ შემთხვევაში არა სამი ან ხუთი ათასი ტონიანი გემით, არამედ შეგვიძლია წამოვიღოთ 50 ათას ტონიანი გემით, ფრახტის ფასი გავაიაფოთ და ის მივიღოთ ფოთის პორტში. ქართველი იმპორტიორებისთვის რომელი ბაზარიც იქნება მისაღები იმ ბაზრიდან შემოიტანენ ხორბალს და აქაც არ შეიქმნება დეფიციტი. იმპორტიორები  ბაზარს  უყურებენ და აკონტროლებენ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023