სოფლის მეურნეობა
24/04/2023

თბილისი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას "ტექნოლოგიები მებაღეობაში - ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსათვის"

საერთაშორისო კონფერენცია „ტექნოლოგიები მებაღეობაში - ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ სამშაბათს, 25 აპრილს,თბილისში, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართება. 

კონფერენციაზე განიხილება მებაღეობის სექტორის გლობალური და რეგიონალური განვითარების ტექნოლოგიური ტენდენციები, რაც, თავის მხრივ,  მწარმოებლურ ზრდას, პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, ენერგო-ეკონომიურობას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას გულისხმობს.
ამასთან, ყურადღება დაეთმობა საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის საკითხებს. 

კონფერენციის ფარგლებში შედგება პანელური დისკუსიები თემებზე:

· მიწისქვეშა ირიგაციის პერსპექტივები საქართველოში (მონაწილეობას მიიღებენ საირიგაციო სისტემების მომწოდებლები); 

· რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ქართულმა სამზარეულომ ვერტიკალური მიწათმოქმედებიდან (მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის HoReCa  და საცალო ვაჭრობის სფეროს შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები);

· მწვანე ციფრული გადაწყვეტილებები სხვადასხვა ქვეყნებში - რაში მდგომარეობს მაქსიმალური პოტენციალი (FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით). 

კონფერენცია ორგანიზებულია პროექტ  EastFruit-ის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტები უკრაინიდან, მოლდოვიდან, იტალიიდან და საქართველოდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მებოსტნეთა ასოციაციის - Latvijas dārznieks, ასევე საცალო ვაჭრობის და HoReCa-ს წარმომადგენლები, ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის და ტექნოლოგიური მოწყობილობის ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლები.  

ღონისძიებას გახსნის საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი. 

ოთხშაბათს, 26 აპრილს, კონფერენციის მონაწილეები გორის რაიონის სოფელ კვარხითში დაათვალიერებენ  Tiriphoni Gardens-ის ვაშლის ბაღებს, სადაც მოხდება კულტურების სადემონსტრაციო დამუშავება ჰორტი დრონის (აგრო დრონის) მეშვეობით. 

კონფერენციის დასაწყისი: 
25 აპრილი, თბილისი, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi, 
09:30სთ
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023