სოფლის მეურნეობა
10/07/2023

თენგიზ ნასარიძე "ჩირინას" საწარმოზე: ყველა წარმატებული წარმოება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლირებას ნიშნავს

ბრენდი „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილე კომპანიამ „ჩირინა“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნით აღნიშნა. საწარმოს გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო.  

ახალი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარის მოცულობის და საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკების (EBRD) ფინანსურური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. ახალი საწარმო პირველია საქართველოში, რომელსაც საკუთარი ნედლეულის ბაზა აქვს და ხორცპროდუქტებს ახალი, ნედლი ხორცისგან აწარმოებს.

საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. დღიური წარმოება 8-10 ტონა პროდუქციაზეა გათვლილი.

„ის ფაქტი, რომ ბრენდი „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეს ქართული ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ახალი საწარმოს გახსნით აღნიშნავს, ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარების და წინსვლის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ყველა წარმატებული წარმოება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლირებას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ნიშნავს.

დღეისათვის,ასეულობით ბრენდირებული  ქართული აგროპროდუქტის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიოს არაერთ ბაზარზე. ამ პროდუქციის  უმეტესობა სახელმწიფოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით აშენებულ საწარმოებში იქმნება. სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულ პოზიციაზეა. მოქმედებს არაერთი სახელმწიფო პროექტი და პროგრამა იმისათვის, რომ შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქცია. ჩვენ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვახორციელებთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხითაც, რასაც თან ახლავს მარკეტინგული ღონისძიებები. ჩვენი მიზანია, ქართული აგრარული პროდუქცია გავხადოთ მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნადი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

როგორც თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, ახალ საწარმოში დასაქმდებიან ადამიანები, ძირითადად ახლომდებარე ლოკაციებიდან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ, დღეისთვის, „ჩირინა“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსია. მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვების ქარხანა, ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა". წარმოების თითოეული რგოლი აკრედიტირებულია ISO 22000 სტანდარტით HACCP-ის პრინციპებით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023