სოფლის მეურნეობა
05/10/2020

თიბისის მხარდაჭერით აჭარაში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

თიბისის მხარდაჭერით და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში,  ფერმერმა არჩილ გულაბერიძემ მეფრინველეობის ფერმა ააშენა და სრულად აღჭურვა. ფერმერს საოჯახო ტიპის ფერმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში ჰქონდა, წელს კი მისი გაფართოვება და წარმოების ახალ სტანდარტზე გადასვლა გადაწყვიტა. ამჟამად ფერმაში 35-დან 40 ათასამდე ფრთა ქათამია.

პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში და რესტორნებში ახდენს. ფერმერი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში რელიზაცია შემცირდა.

„იმ დროს, როდესაც დაკეტილი იყო რესტორნები, რა თქმა უნდა, ჩვენი გაყიდვები შემცირდა. მაგრამ ნელ-ნელა ვუბრუნდებით პირველად ნიშნულს. თუმცა დრო არ დაგვიკარგავს, ამ პერიოდში უფრო მეტად გადავერთეთ ფერმის მშენებლობაზე და გაფართოვებაზე, დღეს უკვე ჩვენს რეგიონში ერთერთი კონკურენტუნარიანი ფერმა გვაქვს,“ - ამბობს ფერმერი არჩილ გულაბერიძე.

მეფრინველეობის ფერმაში მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული. ფერმერი მომავალ წელს გაფართოებას ისევ აპირებს, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023