სოფლის მეურნეობა
08/07/2023

ტირიფონის ბაღები: სოფლის მეურნეობაში მთავარი პრობლემა კადრების დეფიციტია

შრომის ბაზარზე არსებულ კადრის დეფიციტზე ამჯერად „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი ამახვილებს ყურადღებას და „აგროპარტნიორთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთავარი პრობლემა, სექტორში კადრების დეფიციტია.

მისი თქმით, ქვეყანაში  აგრონომებისა და მექანიზატორების პრობლემაა. თუმცა, როგორც „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ახალგაზრდების ინტერესი სულ უფრო იზრდება.

„ერთ ამბავს მოგიყვებით,  2017 წელს იტალიური ტრაქტორი შევიძინეთ. საკმაოდ ძვირი დაჯდა.  სანამ საგარანტიო პერიოდი დაუმთავრდებოდა, ერთსა და იმავე დეტალს სამჯერ გამოვუყვანეთ წირვა, სწორედ სათანადოდ მომზადებული სპეციალისტის არყოლის და ცოდნის დეფიციტის გამო.“ -აცხადებს გოჯიაშვილი.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში ბევრი მხარდამჭერი მიმართულება გაჩნდა. სამომავლოდ კი უცხოელი სპეციალისტების შემოყვანას აპირებენ, რათა საერთაშორისო სტანდარტებს მალე დაეწიონ.

ცნობისთვის, „ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონში, სოფელ კვარხეთში  31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს.  მათი ძირითადი ნაწილი ვაშლია, 2.6 ჰექტარი კი მსხლის ბაღებს უჭირავს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 13  მილიონი ლარი. კომპანიაში მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი მათი რიცხვი 50-მდე  ადის.

კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023