სოფლის მეურნეობა
17/07/2023

თორნიკე ლათათია: ფერმერები 3 500-დან 4000 ტონამდე გაუტეხავი ნუშის მოსავალს მიიღებენ

ფერმერები წელს 3 500-დან 4000 ტონამდე გაუტეხავი ნუშის მოსავალს მიიღებენ და წინა წლის მაჩვენებელს თითქმის გააორმაგებენ. ამის შესახებ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი თორნიკე ლათათია აცხადებს.

„წლევანდელი მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად განსხვავებული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ნუშის მსხმოიარობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი მოლოდინია, რომ წელს დაახლოებით 3 55-დან 4 000 ტონამდე გაუტეხავი ნუშის მოსავალი იქნება, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია წინა წელთან შედარებით“, - აღნიშნა თორნიკე ლათათიამ.

მისი თქმით, ნუშის მწარმოებლები ექსპორტისთვის ემზადებიან, სამიზნე ქვეყნებია ევროპის, გაერთიანებული სამეფოს, ასევე მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, სადაც ნუშზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„წელს ბევრმა კომპანიამ საერთაშორისო გამოფენებში მიიღო მონაწილეობა, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლებისთვის ქართული ნუში გაეცნოთ. ესენი იყვნენ ევროპული ქვეყნები, გაერთიანებული სამეფოს ქვეყნები, სადაც საკმაოდ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. შესაბამისად, ეს ურთიერთობები, კონტაქტები გაჩნდა და ვფიქრობ, წელს ყველა მწარმოებელი ექსპორტისთვის ემზადება, იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ, მისაღებია ამ ქვეყნებისთვის. რაც შეეხება ფასს, ის მუდმივად დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე, თუ რა მოცულობის პროდუქტი იქნება ნაწარმოები მსოფლიო მასშტაბით და ა.შ. პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია. რაც შეეხება წარმოების მოცულობებს, ეს უკვე გამოიკვეთება აგვისტო-სექტემბერში და ფასიც ალბათ იმ პერიოდში უფრო ზუსტი იქნება. თუმცა, ფასი მუდმივად ერთ დიაპაზონშია, გულის ფასი მერყეობს დაახლოებით 5-დან 5.5. დოლარამდე. ეს არის ნუშის საბითუმო ფასი“, - აცხადებს თორნიკე ლათათია.

agropartner.ge

როგორც მან აღნიშნა, მზარდია, ბაღების გაშენების ტენდენციაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023