სოფლის მეურნეობა
14/07/2023

თორნიკე ლათათია: ნუშის შემთხვევაში ძირითადი გამოწვევაა საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობა

საქართველოში ფერმერები ნუშის ბაღების გაშენებით ინტერესდებიან. ისინი მოსავალსაც აორმაგებენ, თუმცა, როგორც  ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი თორნიკე ლათათია აცხადებს ისინი გამოწვევების წინაშე მაინც დგანან და ეს საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობას უკავშირდება. 

"ნუშის შემთხვევაში ძირითადი და მტკივნეული გამოწვევა იქნება საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობა. ნუში, რომელიც ჩვენთან იწარმოება, უმრავლეს შემთხვევაში იყიდება ნუშის გული და არა გაუტეხავი, შესაბამისად, ნუშის გასაყიდად მნიშვნელოვანია, რომ იყოს საწარმოები, რომლებიც ამ ნუშს გადაამუშავებენ და როგორც საბოლოო პროდუქტს, ნუშის გულს, ისე გაყიდიან. როგორც ვიცი, დღეის მდგომარეობით, 1 ან 2 საწარმოა, ვფიქრობ, იმ მოცულობებისთვის, რა მოლოდინიც გვაქვს, ამ რაოდენობის საწარმოები საკმარისი არ იქნება და მნიშვნელოვანია, სხვა საწარმოების გახსნაც მოესწროს", - აღნიშნა თორნიკე ლათათიამ. 

მისი თქმით, წელს ფერმერები 3 500-დან 4000 ტონამდე გაუტეხავი ნუშის მოსავალს მიიღებენ და წინა წლის მაჩვენებელს თითქმის გააორმაგებენ. ნუშის მწარმოებლები ექსპორტისთვის ემზადებიან, სამიზნე ქვეყნებია ევროპის, გაერთიანებული სამეფოს, ასევე მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, სადაც ნუშზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023