სოფლის მეურნეობა
23/10/2023

"წარმოებული პროდუქცია მნიშვნელოვანია, რომ საექსპორტო ბაზრების მოთხოვნის შესაბამისი იყოს"

"მნიშვნელოვანია, საექსპორტო ბაზრების მოთხოვნა გავითვალისწინოთ და მოთხოვნის შესაბამისად პროდუქცია ვაწარმოოთ,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნეს პოსტთან" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ზვიადაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მზარდია, რაც დაახლოებით 150%-იან ზრდას გულისხმობს. აღნიშნული მაჩვენებელი კი ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

"ბაზარზე დივერსიფიცირებული პროდუქცია გვაქვს წარმოდგენილი და მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს მზარდი დინამიკა შენარჩუნდება. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქტებს, ექსპორტზე პირველ რიგში ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყალი, ასევე უალკოჰოლო, გაზიანი სასმელები გადის.

საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან კი ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია ნედლი ხილი და ბოსტნეული, კურკოვანი, თესლოვანი ხილი, ციტრუსი და ასევე კენკროვანი ხილი, რომელმაც წარმოების რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა,"-აცხადებს ზვიადაძე.

როგორც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარაუდობს, სამომავლოდ მოცვის წარმოებაც გაიზრდება, ვინაიდან მაღალი მოთხოვნაა ახლო აღმოსავლეთის, გალფისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც,რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან არის გაფორმებული და ის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023