სოფლის მეურნეობა
03/08/2023

წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 60-მდე "საქმიანი ეზო" მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე „საქმიანი ეზოს’’ მშენებლობის მიმდინარეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში გაეცნო.

ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობა. დღეის მდგომარეობით,  მოწყობილია 40-მდე  საქმიანი ეზო, რომლებსაც, წლის ბოლომდე, 20-მდე ახალი საქმიანი ეზო დაემატება.  ამ ეტაპზე სამუშაოები    ყვარელში, ახმეტაში, ტყიბულში, საჩხერეში ცაგერსა  და  მარტვილში მიმდინარეობს.

„ტყის კოდექსიდან გამომდინარე, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ 2026 წელს სრულად ჩაანაცვლოს სოციალური ჭრის პრაქტიკა და მოსახლეობა უზრუნველყოს მდგრადი ტყისთსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. აქედან გამომდინარე, 2023-2024 წლები სააგენტოსთვის არის გადამწყვეტი და წარმოადგენს სისტემის აწყობისთვის მოსამზადებელ ეტაპს, რისთვისაც საჭიროა როგორც ტექნიკური, ასევე მატერიალური რესურსების მობილიზება“ - განაცხადა კახა კაკაბაძემ.

სისტემის პილოტირებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტო  საჭირო აღჭურვილობას შეიძენს, რისთვისაც   გამოყოფილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის დაფინანსება, საიდანაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023