სოფლის მეურნეობა
11/11/2020

UNDP ქართველ მეურნე ქალებს სასოფლო-სამეურნეო მასალებით ეხმარება

480 ქალი საქართველოს შვიდ რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) სასოფლო-სამეურნეო მასალებს მიიღებს.

10 ტონა სასუქი და მცენარეთა დაცვის საშუალება, ისევე როგორც შხამქიმიკატებისგან დამცავი აღჭურვილობა, უკვე დარიგდა იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სოფლების 300-მდე შინამეურნეობაში. მომავალი კვირების განმავლობაში, UNDP-ის მხარდაჭერა კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე გავრცელდება, სადაც დახმარებას 180 შინამეურნეობა მიიღებს.

UNDP-ის დახმარება მიზნად ისახავს მოწყვლადი შინამეურნეობების ხელშეწყობას, რომელთაც ხშირად რესურსი არ ყოფნით იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას მისდიონ. დახმარების გავრცელება   ფერმერ ქალთა ასოციაციის დახმარებით მოხდა მისმა მთლიანმა ღირებულებამ კი 69 000 დოლარს მიაღწია.

საქართველოში სოფლის მეურნეობით თავის გატანა ყოველთვის რთული იყო“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „პანდემიამ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. თუმცა, ბევრი ოჯახი ფერმერობას მაინც უფრო იმედიანად უყურებს, ვიდრე დასაქმების სხვა სექტორებს, სადაც დასაქმების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ქალებისთვის, საგრძნობლად შემცირებულია კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ჩვენი დახმარებით, მოწყვლად შინამეურნეობებს მეტი შანსი ექნება ამ გამოწვევასთან ბრძოლაში“.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა საქართველოს უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები (UNDP, UNICEF, UNFPA) გაეროს COVID-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდიდან მიღებული 1 მილიონი დოლარის დაფინანსებით ახორციელებენ.

გაეროს დახმარების მიზანია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შოკისგან. ამ მხარდაჭერის სამი ძირითადი სამიზნე ჯგუფი - ჯანდაცვის მუშაკები, საჯარო მოხელეები და მოწყვლადი ხანდაზმული მოსახლეობა, საქართველოში ძირითადად ქალებითაა წარმოდგენილი.

გასული თვეების მანძილზე, UNDP-მ უკვე გაუწია დახმარება მუნიციპალურ თავშესაფრებს თბილისში, რუსთავსა და სამტრედიაში, სადაც 200-მდე მიუსაფარი და ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს.

ამ საქმიანობის მართვა ხორციელდება 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დანიის მთავრობის დაფინანსებითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023