სოფლის მეურნეობა
24/05/2023

უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ისტვან ნაგი და უნგრული დელეგაციის  წევრები შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“  საწარმოში იმყოფებოდნენ.

სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმილი საწარმოს ინფრასტრუქტურას და ხილის გადამუშავების მიმდინარე პროცესს უნგრელი მინისტრი და დელეგაციის წევრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად გაეცნენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტში  მოქმედი ხილის გადამმუშავებელი საწარმო „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითაა შექმნილი. საწარმოში ჯამურად 1,7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული, მათ შორის,  სახელმწიფო თანადაფინანსება 500,000  ლარი, ხოლო 500,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

კომპანია  სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც  ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და გერმანიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში იყიდება.  

უნგრული დელეგაციის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძესთან ერთად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთშიც იმყოფებოდნენ, სადაც მეფუტკრე ფერმერ ვლადიმერ ვარდოსანიძის მეურნეობაში ფუტკრის რძის წარმოების პროცესს გაეცნენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023