სოფლის მეურნეობა
14/07/2021

ვაზის ჯიშების მონაცემთა ბაზის სრულყოფაში საქართველოს საფრანგეთი დაეხმარება

ვაზის ჯიშების მონაცემთა ბაზის სრულყოფაში საქართველოს ფრანგული მხარე დაეხმარება.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის (INRAE) ვაზის გენეტიკური რესურსების კოლექციის დირექტორს, სესილი მარშალს შეხვდა.

მხარეებმა ერთად დაათვალიერეს ჯიღაურას მრავალწლოვანი კლუტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე ვაზის კოლექციები და ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოები. 

ისაუბრეს სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესზეც, რომელსაც სახელმწიფო 2016 წლიდან ახორციელებს. მაღალი კატეგორიის საბაზისო სადედე ნარგაობის მოწყობის მიზნით, ჯიღაურას ბაზაზე 2021 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ეკრანული სათბურები მოეწყო, საიდანაც საკვირტე და საძირე მასალა სანერგე მეურნეობებში სადედეების მოსაწყობად გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ INRAE-ს დაქვემდებარებაში მყოფ ვასალ მონპელიეს ვაზის ბიოლოგიური რესურების ცენტრში, 55 ქვეყნიდან 5000 -მდე ნიმუშია თავმოყრილი; აქედან კულტურული ვაზის 2600-მდე ჯიში და ველური ვაზის 400-მდე ფორმაა. კოლექციაში ასევე დაცულია 400 საძირე და ვიტისის გვარის სხვადასხვა სახეობა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტთან (INRAE) თანამშრომლობის მემორანდუმს 2019 წელს მოაწერა ხელი. მემორანდუმი ერთობლივი პროექტების შემუშავებას და უწყებების დაქვემდებარებაში არსებულ ბაზებზე გაშენებული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლას, სპეციალისტების,ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023