სოფლის მეურნეობა
11/10/2023

ვენახების კადასტრის პროგრამა წლის ბოლომდე დასრულდება

ვენახების კადასტრის პროგრამა წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, შედეგად სრულად იქნება პასპორტიზებული საქართველოს ვენახები.

„ვენახების კადასტრი ყოველწლიურად განახლდება, იცვლება ჯიშები, ზოგიერთი ვენახის ფართობი და მოცულობა შეიძლება შემცირდეს, ან პირიქით გაიზარდოს, ეს ყველაფერი აისახება კადასტრში. ამასთან, ჩვენ უკვე მზად ვართ და მთავრობა  დაამტკიცებს შესაბამის ნორმატიულ აქტს, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ვენახების კადასტრის მართვისას.“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისივე ინფორმაციით, ვენახების კადასტრის პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰექტარი ფართობის ვენახი. 2023 წელს, პროგრამა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდება, რითაც სრულად მოიცავს საქართველოს მევენახეობის რეგიონებს.

როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა და ის უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას.

„თუ გვინდა,  რომ ქართულ  ღვინოებს ჰქონდეს აღიარება, ვენახების კლასიფიკაციაა მნიშვნელოვანი, რისი ფუნდამენტიც არის სწორედ ვენახების კადასტრი. ეს არის ის, რაზეც უნდა დაშენდეს ვენახების კლასიფიკაცია და გადაიდგას ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების მნიშვნელოვანი ნაბიჯები.“-აღნიშნა სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შალვა ხეცურიანმ,ა.

ცნობისთვის, ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და სხვა სახის ინფორმაციას. ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023