სოფლის მეურნეობა
02/11/2022

World Bank: საქართველო საიმედო პარტნიორია, აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის ევროპისა და აზიის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს, სამეჰ ვაჰბას შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სარწყავი სისტემების განვითარების, მიწის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

ოთარ შამუგიამ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მსოფლიო ბანკის გუნდს მადლობა გადაუხადა.

სამეჰ ვაჰბას განცხადებით, მსოფლიო ბანკისთვის საქართველო საიმედო პარტნიორია და აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023