სოფლის მეურნეობა
17/07/2023

ზესტაფონში, წაბლის დაავადების წინააღმდეგ, მორიგი მონიტორინგი განხორციელდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, წაბლის დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში 2021 წლიდან დაიწყო.

პროცესი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს და წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულ მეთოდს.

წაბლის ქერქის ნიმუშების კვლევა და ჰიპოვირულენტური შტამების გამოყვანის ლაბორატორიული სამუშაოები ავსტრიის, შვეიცარიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ჩატარდა. დღეისათვის, ჰიპოვირულენტური შტამები წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ საცდელ ფართობებზეა შეტანილი. ეფექტიანობის  გამოვლენის მიზნით, ტერიტორიაზე მუდმივი მონოტორინგის პროცესი მიმდინარეობს.

მონიტორინგის პირველადი შედეგების მიხედვით, საცდელ მონაკვეთებზე შტამებმა დაიწყო დაავადების გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ მუშაობა; თუმცა, კვლავ საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, ბრძოლის მეთოდის ეფექტიანობის ხარისხის და ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის საჭიროების დადგენის მიზნით.

საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ხმობა გამოწვეულია წაბლის ქერქის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებით. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის, ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023