სოფლის მეურნეობა
22/06/2023

ზუგდიდში წარმოებული თხილის პასტები იტალიასა და გერმანიაში იყიდება

სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა IG Agro -ს მიერ წარმოებული თხილის პასტები იტალიასა და გერმანიაში იყიდება. ამ ეტაპზე, კომპანია 3 სახეობის, 100 პროცენტით ნატურალურ თხილის პასტას აწარმოებს. ამ პროდუქტის გარდა, ექსპორტზე აქტიურად გადის ასევე მოხალული და ნატურალური თხილი, თხილის გრანულები და თხილის ფქვილიც.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ჭითანავამ განუცხადა, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე IG Agro-მ გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო.

„ამ ხნის განმავლობაში, იტალიასა და გერმანიაში ჯამურად უკვე 25 კონტეინერი გვაქვს გაგზავნილი. პროდუქტს ყოველთვიურად ვაგზავნით, ბოლო კონტეინერი წინა კვირას დავტვირთეთ. გვაქვს ამბიცია, რომ აგვისტოს თვიდან, თვეში მინიმუმ 12 კონტეინერი მაინც გავიტანოთ ექსპორტზე“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას განვითარების დიდი გეგმები აქვს.

„შევიძინეთ 640 ჰექტარი მიწა, სადაც გავაშენეთ თხილის როგორც ანაკლიური ჯიშები, ასევე იტალიური ჯიშები. ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი მოწოდების ხაზი საკუთარი პლანტაციებიდან. თუმცა, ძირითადად, პროდუქციის შესყიდვას ვახდენთ თხილის ასოციაციის და მისი პარტნიორი საშრობებისგან სტრუქტურირებულად, მიკვლევადობით, ფერმერებისთვის ღირსეული თანხის გადახდით“, - განმარტა მერაბ ჭითანავამ.

ცნობისთვის, კომპანია IG Agro-ს საწარმომ ოპერირება 2022 წელს დაიწყო. როგორც მერაბ ჭითანავა ამბობს, ეს არის პრემიუმ ხარისხის საწარმო, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, დღიურად გადაამუშაოს 80 ტონა გაუტეხავი თხილი.

საწარმო ზუგდიდში მდებარეობს, მისი პლანტაციები კი განლაგებულია: სენაკში, ხობში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხროწყუში. ადგილზე დასაქმებულია 140 ადამიანი, თუმცა, თხილის მოსავლის აღების დროს, IG Agro-ს თანამშრომელთა რაოდენობა 300-ამდე იზრდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023