სტარტაპი
03/11/2020

8 ქართულმა სტარტაპმა ₾32 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სააგენტოს ჯამში 200-ზე მეტ სტარტაპის განვითარებაზე 8 მლნ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, 96 პროექტი კი 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული.

„200 ინოვაციური ინოვაციური სტარტაპიდან 25 არის ისეთი სტარტაპი, რომელმაც დამატებით საერთაშორისო ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. 8 სტარტაპმა უკვე 32 მილიონი ლარის უცხოური ინვესტიცია შემოიტანა. აქედან 25 მილიონი 2020 წელს შემოვიდა საქართველოში, ეს უნდა ვიცოდეთ, ეს მოხდა სწორედ კოვიდ 19-ის პერიოდში. შემდეგ წელს ეს თანხა იქნება ან ნული ან 500 მილიონი. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან სტარტაპი ნელა არ იზრდება, ის ან კვდება ან აქვს ძალიან მასშტაბური ზრდა,“ - განმარტა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით, 32 მილიონი ლარიდან 90% არის უცხოური ინვესტიცია.

„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ბიზნესი დაინტერესდეს ინოვაციურ სტარტაპებში ფულის დაბანდებით. ეს აუცილებელია, რომ მაქსიმალური დოვლათი მიიღოს ქვეყნის ეკონომიკამ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ინვესტორების დაინტერესება,“ - აღნიშნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

 

 

ფოტო: eufordigital.eu

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023